წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ფოცხოეწერსა და ჯვარში, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. წაქცეულია ასწლოვანი ხეები.

ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ფოცხოეწერისა და ჯვრის მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება.

მსგავსი თემები