ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა – ჯანმო

ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-სა და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

,,გუნდმა შეძლო მხოლოდ ერთი საათის გატარება საავადმყოფოში…ალ-შიფაში კვლავ რჩება 25 ჯანდაცვის მუშაკი და 291 პაციენტი, მათ შორის 32 ახალშობილი. რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და პარტნიორები სასწრაფოდ ამუშავებენ გეგმებს დარჩენილი პაციენტების, პერსონალის და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის”, – აცხადებენ ჯანმოში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის” სამეთაურო ცენტრია განთავსებული. მათივე თქმით, ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები