„ლელო“ ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ღიად მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმე არის დასასანქცირებელი, პირველ რიგში ის პოლიტიკური ბანაკია, რომელიც მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მამუკა ხაზარაძის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ლელო“ ბატონი ხაზარაძის ლიდერობით ამ 2 წლის განმავლობაში არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ბანაკში პირდაპირ, ღიად მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად და იყენებდა ყველა თავის რესურსს, იმისთვის რომ საქართველოსთვის ევროპული მომავალი გადადებულიყო.

როგორ შეიძლება, როდესაც შენს ქვეყანას უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, იყო წასულიყო საერთაშორისო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში და იქ ადამიანებს ესაუბრებოდე, რომ ქვეყანას ჰყავს თითქოს ანტიევროპული ხელისუფლება და თითქოს სანქციები არის ახლა ყველაზე აუცილებელი და საჭირო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები