პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს, რევაზ იასაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, ბადრაგმა რამდენიმე პატიმარი „ავერსის“ კლინიკაში კვლევებისთვის აიყვანა, საბადრაგო მანქანაში არსებული ე.წ. საკნის კარი გასაღებით არ ჩაკეტა და გასაღები საბადრაგო ჯგუფის უფროსს არ გადასცა. რის შემდეგაც პატიმრებმა კარის საკეტის გახსნა და საბადრაგო მანქანიდან გაქცევა მოახერხეს.

თავად ბრალდებულის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

 

მსგავსი თემები