კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.

კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს – ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, 1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.  სამივე მათგანი გაქცევიდან რამდენიმე საათში, თბილისთან ახლოს დააკავეს.

 

მსგავსი თემები