,,რუსეთი მტერია! მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს” – გახარია

,,რუსეთი მტერია! მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს”. ამის შესახებ Twitter-ზე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია წერს და რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მოკვლას ეხმაურება.

,,რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები