,,არა სისხლიან ოკუპაციას!” – დღეს, 21:30 საათზე, პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა

,,არა სისხლიან ოკუპაციას!” – ამ სახელწოდებით დღეს, 6 ნოემბერს, 21:30 საათზე პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

,,არა სისხლიან ოკუპაციას! დღეს რამოდენიმე ხნის წინ, სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება ნულოვლად რეაგირებს… ჩვენი, ყველა ქართველის ვალია დავიცვათ საქართველო სისხლიანი რუსეთისგან!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები