ვითარება დღეს ნამდვილად რთულია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია – ზელენსკი

„ნამდვილად, დღეს სიტუაცია არის რთული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ   NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუშუ განაცხადა.

მისივე თქმით,  „ისინი ფიქრობდნენ, რომ დაგვაშამათებდნენ, თუმცა ეს არ მომხდარა“. მისი თქმით, ახლა პირიქით, ინიციატივა უკრაინის ხელშია.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა,  ეს არის ხანგრძლივი ომი.

„24 თებერვალს, როდესაც რუსეთი შეიჭრა ჩვენს ქალაქებში, ქვეყანაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ოჯახებში, თავს დაგვესხა ყველა ჩვენგანს, მსოფლიომ მოგვცა სამი დღე. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელსაც ნამდვილად სჯეროდა ჩვენი, თქვა ერთი თვე, სხვებმა თქვეს, რომ ეს მოხდებოდა ძალიან სწრაფად, თუმცა ახლა ჩვენ გესაუბრებით თქვენ, გავიდა თითქმის ორი წელი, ახლა ინიციატივა ჩვენს ხელშია. დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი მსოფლიოში დაიღალა, ზოგიერთი დაიღალა ბრძოლის ველზე, ზოგი დაიღალა სამსახურში, ზოგი დაიღალა საზღვარგარეთ, მათ სურთ დაბრუნება სახლში, ქმრებთან, თავიანთ სამხედროებთან, ევროპელი ლიდერებიდან ზოგიერთი დაიღალა უკრაინის მხარდაჭერით. დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის ხანგრძლივი ომი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები