გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებით სარგებლობს.

დაკავებული ბადრაგის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას ედავება საგამოძიებო უწყება საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელს.

შეგახსენებთ, 1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.

წყარო:პრაიმტაიმი

მსგავსი თემები