კონტრშეტევის დასაჩქარებლად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ. ,,იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ცას, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ. რა მოხდება, როცა ჩვენი პარტნიორებისგან საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები გვექნება? ჩვენი ჯარები წინ წავლენ, კონტრშეტევა კი დაჩქარდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მძევლების დაბრუნების გარეშე”- ნეთანიაჰუ

,,არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მძევლების დაბრუნების გარეშე”,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ,,მინდა იცოდეთ, რომ არის ერთი რამ, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ – არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მძევლების დაბრუნების გარეშე. ჩვენ ამას ვეუბნებით ჩვენს მტრებს და მეგობრებს. ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

იორდანიის დედოფალის თქმით, ისრაელს ღაზის ოკუპაცია სურს

იორდანიის დედოფალის, რანიას  განცხადებით,  ისრაელს ღაზის არა „ჰამასისგან“ გათავისუფლება, არამედ მისი ოკუპაცია სურს. „ჩვენ თუ არ დავასახელებთ ამ ძირეულ მიზეზებს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, მოკლათ მებრძოლები, მაგრამ ვერ მოკლავთ მიზეზს. ამ დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდება კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც უფრო მტკიცე და მოტივირებული იქნება, გააკეთოს ის, რაც „ჰამასმა“ გააკეთა“, – განაცხადა იორდანიის დედოფალმა. მისი თქმით, არ ეთანხმება ისრაელის განცხადებას, რომ ის არ უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას. „დაღუპულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 70% ქალი და ბავშვია. ისრაელელების მტკიცება, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას ცდილობენ, დაზვერვის შეურაცხყოფაა“, – განაცხადა იორდანიის დედოფალმა.  

მეტი...

აშშ-ის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

აშშ-ის განცხადებით,  მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. განცხადებასთან ერთად გავრცელდა ფოტოც. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ კვირას სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი შედიოდა მის პასუხისმგებლობის ზონაში.  

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქი ღაზა სრულად მოაქციეს ალყაში

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქი ღაზა სრულად მოაქციეს ალყაში. თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ამიერიდან იქნება ორი ზოლი, “სამხრეთი და ჩრდილოეთი ღაზა”. მან ამას ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომში “მნიშვნელოვანი ეტაპი” უწოდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხედროების ქალაქში შესვლა შემდეგი 48 საათის განმავლობაში იგეგმება.

მეტი...

ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში  ჩავიდა. ბლინკენი თურქ ოფიციალურ პირებს შეხვდება ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის შეტევას ღაზაში აკრტიკიტებს და  ქმედებებს “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს” უწოდებს. მისი თქმით, წყვეტს კომუნიკაციას ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ბლინკენი ისრაელში, იორდანიაში, დასავლეთ სანაპიროზე, კვიპროსსა და ერაყში იმყოფებოდა.

მეტი...

ავსტრალიაში, ერთ-ერთ ბართან ავტომობილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, არის მსხვერპლი

ავსტრალიაში, ერთ-ერთ ბართან ავტომობილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. „როიტერის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც. მძღოლი, 66 წლის მამაკაცი, დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხელოვნების მუზეუმის შენობა დაზიანდა

ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობა დაზიანდა. შეტევის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის კედლები, ჩამსხვრეულია რამდენიმე მინა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის რეგიონში რუსულმა ჯარებმა Kh-31P ტიპის რაკეტა ისროლეს. შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და დაშავდა სამი თანამშრომელი. მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობებიც დააზიანა.

მეტი...

თბილისში საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” გაქურდეს

თბილისში საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. წაღებულია ბუცები, ფორმები და გეტრები. მძარცველმა სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირებასთან ერთად, სტადიონის გასახდელიდან ძვირადღირებული მოწყობილობებიც წაიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

დღეისათვის, საქართველოში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული – ინფორმაციას საქსტატის ახალ პორტალზე automobile.geostat.ge გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით Bm.ge ავრცელებს. ყველაზე მეტი, ავტომობილების 37.5%, თბილისშია რეგისტრირებული. ავტომობილების განაწილების მიხედვით, რეგიონების რეიტინგი ასეთია: თბილისი – 619 006; იმერეთი – 213 959; ქვემო ქართლი – 165 152; კახეთი – 148 851; აჭარა – 134 642; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107 389; შიდა ქართლი – 97 813; სამცხე-ჯავახეთი – 66 098; მცხეთა-მთიანეთი – 44 268; გურია – 39 440; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 11 011;

მეტი...