,,ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევას ეხმაურება. მისი თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

,,ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა 128-ე ცალკეულ სამთო თავდასხმის ბრიგადას ზაპოროჟიის რეგიონის ფრონტის ხაზის სოფელში, 3 ნოემბერს დაარტყა. დაღუპულია 20-ზე მეტი სამხედრო. მედიის ცნობით,  არტილერიის დღის საპატივსაცემოდ სამხედროები, სავარაუდოდ, ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილები, რათა ჯილდოები მიეღოთ.

მსგავსი თემები