ომის წაგება მთელი მსოფლიოსთვის მარცხი იქნება – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება.

,,თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოვიგებთ, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება. თუმცა მჯერა, რომ პარტნიორების დახმარებისა და ჩვენი ძალების წყალობით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი თემები