,,დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი,  საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით”- პაველ ჰერჩინსკი

,,დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ასე რომ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მიერ  ევროკავშირის  12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბა.

„ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება. პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები