,,შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება. მისივე თქმით, ”ჰამასი” განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად.

,,ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს. ჩვენ ასევე ვებრძვით ყველაზე სასტიკ მტერს, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ გვინახავს და რომელიც ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადის: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

მსგავსი თემები