ბავშვი, რომელზეც სექსუალურად იძალადეს თავშესაფარში გადაიყვანეს

მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც 22 წლის  კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

მეზობლებისა და ოჯახის წევრების თქმით, არასრულწლოვანი “გაცილებით უფროსი”, 15 წლის ეგონათ. 22 წლის კაცი, პოლიციამ უკვე დააკავა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

მსგავსი თემები