ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

ბუდაპეშტი საქართველოს მოქალაქე ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს.  მედიის ინფორმაციით,  საუბარია დაახლოებით 65 ადამიანზე, რომლებიც უნგრეთში უკანონოდ შეიყვანეს და ჯგუფი მათ გადაყვანას გერმანიაში გეგმავდა. მიგრანტები თურქეთისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

გამოძიების თქმით, 26 წლის თურქეთის მოქალაქე და 32 წლის საქართველოს მოქალაქე ბუდაპეშტში საცხოვრებლის მართვაში მონაწილეობდნენ.

მიგრანტების განცხადებით, ისინი თავდაპირველად, ოქტომბრის დასაწყისში, ორ ბინაში იყვნენ. მათივე თქმით, თურქეთის მოქალაქე კაცმა მათ ტელეფონები წაართვა, ქართველმა კი ბინაში ჩაკეტა.

 

მსგავსი თემები