,,რუსეთი მტერი, ოკუპანტი და მკვლელია” – ლევან ხაბეიშვილი

,,რუსეთი მტერი, ოკუპანტი და მკვლელია”. ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას.

,,რუსულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა ერთი მოქალაქე და ერთიც დააკავეს – რეალურად მოკლეს და გაიტაცეს.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა. ასევე, გატაცებულია ერთი ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ.

რუსეთი მტერია, ოკუპანტი და მკვლელია”, – წერს ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები