პორტუგალიის სანაპიროსთან დანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავი ჩაიძირა – არიან დაღუპულები

პორტუგალიაში, ფორმოზას სანაპიროსთან, დანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პორტუგალიის ეროვნული საზღვაო ადმინისტრაცია (AMN) ავრცელებს.

ოთხივე გარდაცვლილი იდენტიფიკაციისთვის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი საზღვაო პოლიცია და მაშველები, ასევე, პორტუგალიის საჰაერო ძალები იყვნენ მობილიზებულნი.

მსგავსი თემები