დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირი, ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ძმაა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი დააკავა.

ამ საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ივერი ნატრიაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის მტკიცებით ბრალდებულმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია საბადრაგო ავტომობილში მყოფ მსჯავრდებულებს, რითაც ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს.

მსგავსი თემები