დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე 3 ნოემბრიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

,,სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ერედვის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და ხატაეთის ქუჩების გამოყენებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ხატაეთის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

სამუშაოების მესამე ეტაპზე, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, რამაზის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ფატმანის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნინო აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ავთანდილის, ფატმანისა და ერედვის ქუჩების საშუალებით” – წერია მერიის განცხადებაში. 

ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა:. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი აღნიშნული ქუჩების საშუალებით გადაადგილდება.

მსგავსი თემები