ნიდერლანდები უკრაინას 500 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემენ. ოლონგრენი უკრაინაში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

,,უკრაინელებს ბრძოლის გასაგრძელებლად მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საუბარია საბრძოლო მასალაზე. ამ კუთხით, ჩვენ შევძელით უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი შეგვეთავაზებინა,” – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში მომავალ წელს გაიგზავნება.

მსგავსი თემები