რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარიჩნეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი.

,,მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადგილობრივი – 4 მამაკაცი და 5 ქალი. ყველა მათგანს სასწრაფოდ გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება,” – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ.

მისივე თქმით, მთლიანობაში რუსეთმა გასულ დღეს ზაპოროჟიეს ოლქის 26 ქალაქსა და სოფელზე  126-ჯერ მიიტანა იერიში.

მსგავსი თემები