ხობში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხობის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში ცეცხლს აქრობენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მან ბავშვების სახლიდან გამოყვანა მოახერხა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

მსგავსი თემები