ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პირი.

იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვიცეპრემიერმა, მატეო სალვინიმ აღნიშნა, რეგიონში დაახლოებით 48 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ტოსკანის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ კი განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა, ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მსგავსი თემები