ღაზის სექტორში მძევლების მოსაძებნად დრონებს იყენებენ

ღაზის სექტორში ,,ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლების მოსაძებნად დრონებს იყენებენ. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატ რაიდერმა განაცხადა, ფრენები 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

,,მძევლების გამოყვანის მცდელობების მხარდასაჭერად, აშშ ღაზის თავზე უიარაღო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს ახორციელებს. ასევე, აწვდის რჩევებსა და დახმარებას ჩვენს ისრაელელ პარტნიორებს, როდესაც ისინი მძევლების გამოყვანის მცდელობებზე მუშაობენ”, – განაცხადა რაიდერმა.

მანამდე სხვადასხვა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ღაზის სექტორის თავზე ამერიკული სადაზვერვო დრონები დაფრინავენ. საუბარი იყო MQ-9 Reapers-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებზე.

მსგავსი თემები