,,დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ დამარცხებას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავს” – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტებს ყოველდღე დიდ ზარალს აყენებენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს დანებებას და ის გააგრძელებს ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. დანილოვის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ წარუმატებლობას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავთ.

,,რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს, მერწმუნეთ, ასეთი დამარცხება რუსებს ცხოვრებაში არ უნახავთ”, – თქვა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში.

მსგავსი თემები