„ჩვენ მხოლოდ ერთი პუტინი გვყავს“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ერთ-ერთ მარათონზე პუტინის ორეულის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.  „ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი პუტინი“ – უპასუხა პესკოვმა შეკითხვას.

,,ექსპერტები ვარაუდობენ, სამი-ოთხია. და ვინც დღეს მინინისა და პოჟარსკის ძეგლი ყვავილებით შეამკო, ვინ არის? ჩვენ მხოლოდ პუტინი გვყავს”, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა, მისმა პასუხმა კი დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია.

მსგავსი თემები