პაპუაშვილმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ორი წარმომადგენელი პარლამენტის აპარატიდან გაათავისუფლა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტიდან ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ორი წარმომადგენელი, ლაშა დიაროვი და გიორგი ხაბურზანია გაათავისუფლა.

როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ საპარლამენტო სივრცე დაიცალოს ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან.

,,ერთადერთი მიზანი ჩვენი თანამშრომლების გაძევების ეს არის, რომ საპარლამენტო სივრცე დაიცალოს ყველა ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან. დეპუტატებს ვერ გააგდებენ. ამიტომ, აპარატის თანამშრომლებს, ვინც მეტ-ნაკლებად აქტიური პოზიციით და პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩევა, ამ ადამიანებს დაერივნენ…შიდა რეპრესიები განახორციელა ბატონმა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები