ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკის თვითნებური კოცნის გამო ბოდიში მოიხადა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფური ფოტოს გადაღების დროს, თავის გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს ლოყაზე თვითნებურად აკოცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ფოტომ, სადაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაბნეული ჩანს, სოციალურ ქსელის მომხმარებლების, პოლიტიკოსებისა და ქალთა უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია.

„შესაძლოა ეს უსიამოვნო მომენტი იყო. თუ ვინმემ ამაში ცუდი რამ დაინახა, ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე მტკიცებით, თვითმფრინავის დაგვიანების გამო, მან ბერბოკი მხოლოდ ფოტოს გადაღების მომენტში ნახა. „არ ვიცი, რაში იყო პრობლემა. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გულით ვესალმებით“, -აღნიშნა რადმანმა.

მსგავსი თემები