რომელი პედაგოგების ხელფასი მოიმატებს 500 და მეტი ლარით

2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონი ლარით გაიზრდება და სხვა უწყებებთან ერთად, მასში აისახება განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაც.

ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო განათლების ბიუჯეტის ზრდის საკითხს და განაცხადა, რომ 11 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 300%-იანი ზრდა გვაქვს.

“რაც შეეხება დამატებითი 700 მილიონი ლარის განაწილებას, როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს.

როგორც ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს. რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მე მინდა, ჩვენს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის გაუმჯობესების უდიდესი კომპონენტი იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები