ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების (SSO) მეთაური შეცვალა. ვიქტორ ხორენკოს ნაცვლად, თანამდებობაზე პოლკოვნიკი სერგეი ლუპანჩუკი დაინიშნა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით იქნება ბევრი მიღწევა და ბევრი გამარჯვება. და ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით გამარჯვებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ხორენკო სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოსტზე 2022 წლის 25 ივლისს დაინიშნა.

მსგავსი თემები