ბლინკენი იორდანიაში იმყოფება – ის არაბული სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში იმყოფება. ის საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდება. ბლინკენი გეგმავს იორდანიის მეფესთან შეხვედრასაც.

,,ჩვენ განვიხილავთ არაბულ პოზიციას, რომელიც მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სიტუაციის გაუარესების შეჩერებას, რადგან იგი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს,” – ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა. “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ის ქვეყანაში მესამედ ჩავიდა.

მსგავსი თემები