,,დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში” – ზურაბიშვილი

,,დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში”. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

,,თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება.

ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში და შორიდან არ გვიყუროს. მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები