Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია

Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია. ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,დღეს უკრაინა აღნიშნავს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დღეს. ძალიან კარგი დღეა ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ დაპირებულ შვედურ Archer საარტილერიო იარაღს ახლა ახალი მფლობელი ჰყავს – უკრაინის შეიარაღებული ძალები”, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა.

ცნობისთვის, Archer-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების გასროლა 50 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება, Archer-ის ტიპის საარტილერიო დანადგარების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.

მსგავსი თემები