„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“ – ერდოღანი

„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ,,ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს”.

მისივე მტკიცებით, ნეთანიაჰუმ დაკარგა ისრაელის მოქალაქეების მხარდაჭერა და მას სურს რელიგიური რიტორიკის საშუალებით “ხოცვა-ჟლეტისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს”.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პროპალესტინურ აქციაზე ისრაელს ,,ომის დამნაშავე” უწოდა.

მსგავსი თემები