,,მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე”- მიხეილ სააკაშვილი

“აუცილებლად წამოვდგებით, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე!”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით,  ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება.

,,ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით, რამდენი ათწლეული იბრძვის იმისთვის, რომ რაღაც ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს უკვე სადღაც მივდიოდით და გამოგვაცალეს ეს ხალიჩა ფეხქვეშ და ისევ უნდათ, რომ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე! – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები