„ჰამასს“ ამ დროისთვის 226 მძევალი ჰყავს დაკავებული – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ ამ დროისთვის 226 მძევალი ჰყავს დაკავებული.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, დღეისთვის არსებული დადასტურებული მონაცემებით, მძევლების სავარაუდო მაჩვენებელი 226-ს შეადგენს.

ამ დრომდე „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაკავებული ოთხი მძევალი გაათავისუფლა.

მსგავსი თემები