„უზრუნველყონ ადვოკატის პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა” –  მიხეილ რამიშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის მობილური ტელეფონის ჩამორთმევას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ადვოკატები აფასებენ. ისინი ფაქტს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან წვდომას უკავშირებენ და პროკურატურას მოუწოდებენ, უზრუნველყონ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა.    

„ახლახანს შევხვდი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, მისი ყველა მოქმედება მისი დაცვის ქვეშ მყოფებისა და გამოძიების ობიექტურად წარმართვის ინტერესითაა განპირობებული.

რაც შეეხება ადვოკატის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის მოპოვებას – იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის როგორც მობილურ ტელეფონში, ისე სხვა ელექტრულ მატარებლებზე შეიძლება ინახებოდეს არაერთი კლიენტის, სხვადასხვა სახის, პროფესიული საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაცია, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს იმოქმედონ კანონმდებლობისა და სასამართლოს განჩინების მოთხოვნათა სრული დაცვით და უზრუნველყონ ადვოკატის პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა.

მაქსიმალური ყურადღებით ვაკვირდებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ადვოკატის მიერ თავისი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება, ისე პროფესიული ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის განუხრელად დაცვა“ – აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

მსგავსი თემები