,,პუტინმა დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი”- მიხეილ სააკაშვილი

,,დღევანდელი სასამართლო პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

,,დღევანდელი სასამართლო პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ და მე ვამაყობ იმით, რომ მართლაც მიმიძღვნის ამაში წვლილი, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ სისხლის სამართლის ე.წ. საქმის განხილვისას. იცით, რომ პუტინი საქართველოს დაუძინებელი მტერი და დამპყრობელია და მისი მხრიდან ჩემი დადანაშაულება, კონკრეტულად მიუთითებს ვისი მითითებითაა საქმე ჩემ წინააღმდეგ აღძრული. იცით, რომ პროკურორი, რომელიც მთავარი პროკურორი იყო, არის სანქცირებული და ყველაფერი გასაგებია,” – განაცხადა სააკაშვილმა.
 

მსგავსი თემები