მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება.
„მძევლების გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება და შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასაც ითვალისწინებს“, – აღნიშნულია Al Jazeera-ს ინფორმაციაში.