პოლონეთში ჩხუბში მონაწილეობისთვის რამდენიმე ქართველი დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ჩრზანოვის, შაბათს, ბოულინგის კლუბთან ჩხუბის გამო 8 პირი დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ კაცს, რომელსაც ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება ქართველია.

მედიის ცნობით, 26 წლის ქართველი კლუბის წინ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფში მანქანით შევარდა. პოლიციის განცხადებით, ის შეკრებილებს განზრახ დაეჯახა და მანქანას ნასვამი მართავდა.

ჩხუბში რამდენიმე ქართველი და პოლონელი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ბეიზბოლის ჯოხები. ქართველს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

,,იმავე ღამეს, მძღოლის გარდა, თანამშრომლებმა ამავე საქმეზე კიდევ სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, ანუ ჩხუბისას სახიფათო იარაღის გამოყენებას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 თვიდან 8 წლამდე”, – განაცხადა ჩრზანოვში პოლიციის რაიონული შტაბის პრესმდივანმა.

 

მსგავსი თემები