თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან არ შემეძლო – მიხეილ სააკაშვილი

თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან და ამის გადატანა შორიდან არ შემეძლო – ამის  შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

,,როცა მეკითხებიან რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან და ამის გადატანა შორიდან, თუნდაც ეს ყოფილიყო საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ შემეძლო. ამიტომ ის გრძნობა, სასოწარკვეთის, რომელიც თქვენ გაქვთ, უცხოეთში მყოფ ქართველებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თქვენი ქვეყნის მდგომარეობას უყურებთ შორიდან. მე მინდა რომ ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები