„ვხედავ ძალადობას: ოპონენტების ცემას, დაშინებას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს“- პრეზიდენტი

“ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები , – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, არ აყვება პროვოკაციებს, თუმცა არ დანებდება.

„ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები. დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება.

ქართველი ერი აღარ იარსებებდა, ასეთი ბრძენი რომ არ ყოფილიყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს. იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისში, წუხელ , რამდენიმე ადამიანს თავს დაესხნენ, მათ შორის ზურა ჯაფარიძის ძმას. თითეულ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაშავებულები მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამ მეთოდებით მათი დაშინება სურს.

მსგავსი თემები