ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, 1 000 ცხედარი კვლავ ნანგრევების ქვეშაა

ღაზაში ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ 1000 ცხედარია დარჩენილი. გარდაცვლილები იდენტიფიცირებულები არ არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი არ შედიან “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ WHO-სთვის მიწოდებულ სიკვდილიანობის მონაცემებში.

,,ჩვენ ვიღებთ ამ შეფასებებს, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა”, – თქვა რიჩარდ პიპერკორნმა, WHO-ს წარმომადგენელმა ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 7000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

მსგავსი თემები