ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია

ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო, ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორი ძლიერი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა. ასევე ისრაელის თავდაცვა აცხადებს, რომ “ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს”.

მსგავსი თემები