,,მოლდოვა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ქვეყანა ევროკავშირში მთლიანად შევა, თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს შეუძლებელი იქნება, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ჯერ დნესტრის მარჯვენა ნაპირი, შემდეგ კი მარცხენა ნაპირი შევა.

დნესტრისპირეთის კონფლიქტზე საუბრისას სანდუმ განაცხადა, რომ კონფლიქტი იმის გამო შეიქმნა, რომ მოსკოვმა სეპარატისტულ რეჟიმს დაუჭირა მხარი და მრავალი წლის განმავლობაში ეს სეპარატისტული რეჟიმი მხოლოდ ამ მხარდაჭერის ხარჯზე ნარჩუნდება.

მსგავსი თემები