აფხაზეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია – მიხეილ სააკაშვილი

აფხაზეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ვერ შედგება, თუ არა აფხაზეთი.

,,ჩვენი პროგრამა არის აფხაზეთის დაბრუნების პროგრამა, იმიტომ, რომ მე აფხაზეთის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. საქართველო ვერ შედგება, თუ არა აფხაზეთი. ის, რომ ახლა ოჩამჩირეში ჩასახლდნენ ეს უწმინდურობა, ეს მხოლოდ შანსის მომცემია ჩვენთვის. როგორც კი ჩამოშლა დაიწყება და ამას უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს, აუცილებლად შევძლებთ, აფხაზეთის დაბრუნებას ყოველგვარი ომის და უბედურების გარეშე”.- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები