წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ნუვეიბაში ჭურვი ჩავარდა. ამის შესახებ ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა.
მათი თქმით, ხელისუფლება აგროვებს დამატებით ინფორმაციას ინციდენტთან დაკავშირებით. წყაროების თქმით, ჭურვი ქალაქის იმ ნაწილში დაეცა, სადაც უდაბნოა.
თვითმხილველების განცხადებით, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და დაინახეს მტვრის ღრუბლები.