თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – არიან დაშავებულები

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ორი შეტევა დაახლოებით ნახევარი საათის დაშორებით განხორციელდა.

,,ჰამასის” მტკიცებით, განაახლეს დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდემ “სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ”.

მოგვიანებით თელ-ავივის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაშავდა ბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. მან აღნიშნა, რომ პოლიციამ ჯერ ვერ შეძლო შენობაში შესვლა, რათა დარწმუნდეს, რომ სხვა არავინაა დაშავებული.

მსგავსი თემები