,,სტატუსის გადავადება არ შეძლება, არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.  მისი თქმით, სტატუსის გადავადება არ შეძლება.

,,მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილი, მე კვლავ ამ აზრზე დავრჩები. სტატუსის გადავადება არ შეძლება. არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ. შიდა არჩევნებია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მალე არის ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე ერთი აზრი მაინც არ არის. ამ გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდებით, შეიძლება კოსოვოსთან ერთად, ერთ კალათაში აღმოვჩნდეთ. საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობებს დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები